რელიგია

დეკანოზი თამაზი: საარჩევნოდ ხატების და ეკლესიების ფონზე პოზირება რელიგიით სპეკულანტობაა

არასოდეს არაფერს დავიჯერებ იმ პოლიტიკოსის, რომელიც ხატების და ეკლესიების ფონზე პოზიორობს და საჯაროდ ხატებს დაატარებს საარჩევნოდ. ესაა რელიგიით სპეკულანტობა და თვალთმაქცობა. მე კი არა ვარ სანდო, მაგრამ ამ წმინდა ხატის გამო მენდეთო - ესაა ამ სპექტაკლების სამარცხვინო ქვეტექსტი. ხატს თავი დაანებე და ის თქვი: შენ ვინ ხარ, რას აპირებ, რას ფიქრობ და რა შეგიძლია ქვეყნისთვის.

დაწერა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ფეისბუქზე

კომენტარები