კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: COVID-19-ის არსებობაში ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას

კორონავირუსის არსებობაში ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, თავშეკავებით მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას. 

[...] ვატყობთ, რომ მოეშვა გარკვეულად მოსახლეობა, ჰგონიათ, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. არ დაგვიმარცხებია, კორონა ჩვენთან არის, როგორც ხედავთ, ყოველდღიური შემთხვევები არის და ვუყურებთ, რომ ევროპაში შემთხვევების სერიოზული ზრდა ფიქსირდება. გახსნილია საზღვარი გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბალტიისპირეთთან, მიმოსვლა გაზრდილია, მობილობა მეტია. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს და რეგულაციების მეტად დაცვა. აქედან ყველაზე მთავარი დამცავი საშუალება მაინც გახლავთ პირბადე, ასევე, ნებისმიერი ტემპერატურის მომატებისას ან სიმპტომების არსებობისას პირდაპირ მიმართვა 112-ში და ექიმთან.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები