არჩევნები 2020

გახარია: მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, მათი განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და მათი პენსია. ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომლებიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, გლეხი გახდეს ფერმერი, მას გაეზარდოს შემოსავალი. ქედაში, ყურძნიდან დაწყებული, ციტრუსებით დამთავრებული და არავის არ ეგონოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები, აქ, რაღაცეებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასდროს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა წარდგენისას.

კომენტარები