არჩევნები 2020

კალაძე: 2012 წელს გავერთიანდით ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ

ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს მიღწევები, წინ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული პროგრამები, ავიღოთ ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებობს პრობლემები და გამოწვევები.

რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ყველა პრობლემისა და გამოწვევის გადალახვა, როგორც 2012 წელს, როდესაც დაიწყო ქართულმა ოცნებამ მოღვაწეობა, ყველა გავერთიანდით მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში, რომელიც ახლოვდება 31 ოქტომბერს, ჩვენ შევძლებთ, გავიმარჯვოთ ერთად.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქედაში, ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა წარდგენისას.

კომენტარები