არჩევნები 2020

ბაქრაძე: ბედუკუღმართობის გამო გახდნენ იძულებული მიეღოთ ისლამი, წითლად უნდა გამოვყოთ?!

როგორცვე შენ გამოდიხარ და იძახი, რომ ჩვენი ქართველი მუსლიმების თემი არ არიან ბოლომდე ჩვენნაირი ქართველები, იმიტომ, რომ მუსლიმები არიან, ეს პირდაპირ ურტყამს შენს სახელმწიფო ინტერესს, იმიტომ, რომ ის მუსლიმთა თემი არიან ზუსტად ისეთივე ქართველები, როგორიც მე და თქვენ. მე აჭარაში ერთი კვირა გავატარე წინა კვირას შეხვედრებზე და ძალიან ღრმა გულისტკივილი დავინახე ადამიანებში, შეხვედრაზე მეუბნებოდნენ ქართველი მუსლიმები, იცით, ჩვენ ქართველები ვართ, რატომ გვაიძულებთ რომ თავი ვიმართლოთ, რომ ქართველები ვართ, რატომ გვტკენთ გულს?! რატომ ვტკენთ გულს ამ ადამიანებს?! რა უფლება აქვს თარხან-მოურავს, ან ინაშვილს, ან თქვენ ან მე, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო გახდა იძულებული რომ მიეღო ის სარწმუნოება (ისლამი) ამის გამო წითლად უნდა გამოვყოთ რუკაზე და ისრით ვაჩვენოთ, რომ ეს პრობლემაა?! ქართული სახელმწიფოს ძალა არის განსხვავებულობაში და ერთიანობაში და ის მუსლიმი თემი, ისევე, როგორც ყველა სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფი ყველა ერთად ვართ საქართველოს ნაწილი.

კომენტარები