ქართული ოცნება

კობახიძე: პატრიოტთა ალიანსი და ნაცმოძრაობა რუსულ საქმეს ერთად აკეთებდნენ

ნაცმოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი ერთად აკეთებდნენ წლების განმავლობაში რუსულ საქმეს საქართველოში და ეს არის მათთვის საერთო, სწორედ ეს აერთიანებთ მათ და სწორედ ამის გამო სხედან ისინი საერთო მაგიდასთან, ვგულისხმობ ნაცმოძრაობას, მის სატელიტებს, პატრიოტთა ალიანსს და ბურჯანაძეს. ისინი არიან გაერთიანებულები რუსული საქმის გარშემო

[პატრიოტთა ალიანსმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა]

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძე იტყუება - პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა.

კომენტარები