ბოკერია ქართულ ოცნებაზე: ვის უკითხავენ ესენი მორალს ცივილიზებულ საქციელზე?

ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ოცნება და ივანიშვილის გუნდი ატარებს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ცივილიზებულად მოქცევას. ერთი ფილმია, რომელიც მახსენდება, "მარსი გვიტევს", ყველას ვურჩევ, რომ ნახოს. კომედიაა, როგორ გვიტევენ უცხოპლანეტელები. ჩამოდიან, ხალხს ხოცავენ და თან მიკროფონში ყვირიან, ჩვენ მშვიდობით მოვედითო. ამ ფილმს მახსენებს ივანიშვილის გუნდი. ვის უკითხავენ ესენი მორალს ცივილიზებულ საქციელზე და წესიერად მოქცევაზე?

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, "ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები