ბერაია: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, პროპორციულის ჩაგდება იყო

კონსტიტუციის ჩაგდება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი [რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა გააკეთა 4 წლის განმავლობაში] და ამ კონსტიტუციის ჩაგდების შემდეგ შესაძლებელი გახდა, რომ თითოეულ უბანს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი მაჟორიტარის სახით.

ასე პასუხობს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი დაჩი ბერაია ტვ პირველის შეკითხვას, ყველაზე მნიშვნელოვანი რა გააკეთა ბოლო 4 წლის განმავლობაში მე-9 მოწვევის პარლამენტმა. "კონსტიტუციის ჩაგდებაში" იგულისხმება 14 ნოემბრის კენჭისყრა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

კომენტარები