ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: "დონასთან" 23 შემთხვევაა კავშირში, ძირითადად ინფიცირებულები არიან თანამშრომლები

38 ახალი შემთხვევიდან 22 დაკავშირებულია ე.წ. კაფე "დონას" კლასტერთან, სადაც მიკროეპიდაფეთქება გვაქვს. 22 შემთხვევა იყო გუშინ და პლუს ერთი წინა დღეს, სულ 23 შემთხვევაა დაკავშირებული "დონასთან". ძირითადად დაინფიცირებული არიან თანამშრომლები. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ.

გუშინ საღამოს გამოცხადდა, მასიურად ყოფილიყო მოწოდება ადამიანებისთვის, ვინც იყო ბოლო დღეებში ამ კაფეში, შეეძლოთ მისვლა ბათუმში კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება , 600-მდე ტესტია აღებული და დღეს გვექნება მათი პასუხები.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დაფიქსირდა.

კომენტარები