პატრიოტთა ალიანსი

კობახიძე: ეკლესია ცრუობს, აბა გირჩს მოენდომებინა ბაგრატის ეზოში ჩატარება

უნამუსოდ ცრუობს ეკლესია ბაგრატის ტაძრის ეზო ჩვენ არ გვეკუთვნის და იქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, რომელთაც საპატრიარქოს არ უთანხმებენო. ამხელა ტყუილი შეიძლება წმინდა მამებო? აბა ერთი მაგალითად, "გირჩს" მოენდომებინა ბაგრატის ტაძართან შეხვედრის გამართვა, რამხელა ყვირილს ატეხდა ეკლესია მკრეხელობააო, სიწმინდეებს შეურაცხყოფენ და ქართველობას გვართმევენო. "პატრიოტთა ალიანსს" კი მშვენივრად ჩაატარებინეს ყრილობა, რადგან ეკლესია და "პატრიოტთა ალიანსი" ერთი სულისა არიან. ხოლო წმინდა მამებს არ უნდა დაავიწყდეთ ვინაა სიცრუის მამა, ახლა მაინც წაიკითხონ სახარება და კონკრეტულად იოანეს სახარების მერვე თავი.

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ადგილი, სადაც "პატრიოტთა ალიანსი" კანდიდატებს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის. 1-ელ სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახაგლაზრდებთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები