არჩევნები 2020

კანდელაკი: ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი ქართული ოცნების ნაწილია

ის, რომ ე.წ პატრიოტთა და სინამდვილეში მოღალატეთა ალიანსი, არის ქართული ოცნების ნაწილი და გაგრძელება, ეს რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება არამარტო ჩვენს საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და მათ შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს.

ასევე არავის გამორჩება ფაქტი, რომ მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი მტკიცებულებებისა მოღალატეთა ალიანსის წინააღმდეგ, გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ განაცხადა უარი, იმ პირობებში, როცა იმ ინსტრუქციებში, რომლებიც მათ მიიღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით, ის გზავნილები, რაც მათ მოწოდებული აქვთ რუსეთისგან, ისინი ამას ნათლად ასრულებენ და ამჟღავნებენ ამას ჩვენს საჯარო სივრცეში.

გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით კი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ საჯაროდ დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და ამ პატრიოტთა, სინამდვილეში კი მოღალატეთა ალიანსს შორის.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი. კანდელაკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრის, კონგრესის აშშ - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობაზე შეშფოთება გამოთქვა.

კომენტარები