არჩევნები 2020

ვოლსკი NDI-ზე: დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ ინფორმაცია სრულად უნდა გაიფილტროს

წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არ არის.

ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე, როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს.

ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალურად დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში.

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი NDI-ს გადაწყვეტილებაზე, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით. გრძელვადიანი ანალიტიკოსები საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ს წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან.

კომენტარები