არჩევნები 2020

ბოკერია: სააკაშვილს ძველის დაბრუნება სურს, ივანიშვილს აწმყოს შენარჩუნება, ჩვენ - ცვლილებები

ჩვენი, ევროპული საქართველოს გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას, ან არჩამოსვლას, ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს მთლიანად, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა - დასრულდეს. 

დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან და ვინმეს დაბრუნებასთან. მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ კაცს [მიხეილ სააკაშვილს], ნაციონალურ მოძრაობას უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია. 

ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ მომავალზე იზრუნონ თვითონ.

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook პოსტს ეხმაურება, სადაც სააკაშვილი წერს, რომ ხვალ (7აგვისტოს) გააკეთებს მიმართვას, მისი საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გაავრცელა.

კომენტარები