ენმ

ვაშაძე სააკაშვილზე: ვიცნობ ადამიანებს, ვისაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოსწონთ

ვისაც არ სურს ამ თემაზე მსჯელობა, აქვს კონსტიტუციური უფლება, არ იმსჯელოს. ვისაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, აქვს კონსტიტუციური უფლება, მას მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონდეს. გაგიკვირდებათ და ვიცნობ ადამიანებს, ვისაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოსწონთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთსულოვანი დამოკიდებულება არ არის. ენმ-ისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად მესამე პრეზიდენტი ოფიციალურად დღეს დასახელდა.

კომენტარები