არჩევნები 2020

ოქრიაშვილი: მე ვარ საქართველოში ყველაზე ძლიერი მაჟორიტარი, ზედმეტია ეხლა აქ კეკლუცობა

ქართული ოცნების მანდატი მე არასოდეს არ მქონია, მე მაქვს ჩემი ხალხის მანდატი და მე ვარ საქართველოში ყველაზე ძლიერი მაჟორიტარი.

[...] ზედმეტია ეხლა აქ კეკლუცობა, ოთხჯერ ვარ არჩეული, ყოველთვის პირველ ტურში, ყველაზე ბევრ პროცენტს მივიღებ და არცერთ პარტიასთან არ მივსულვარ და არ მითქვამს, რომ, მოდი, რა, შენგან ვიყრი კენჭს, ყველა მოდიოდა და მეხვეწებოდა, რომ კახა, ჩვენგან იყარე კენჭი - შენ ასპროცენტიანი გაიმარჯვებ.

ამბობს კახა ოქრიაშვილი ტვ პირველთან, რომელმაც ქართული ოცნების გუნდი 10 აგვისტოს დატოვა. ქართული ოცნების რიგებში გადასვლამდე კახა ოქრიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ქართული ოცნების დატოვების შემდეგ კი პარტია შექმნა და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შეუერთდა

კომენტარები