გრიგოლ ვაშაძე: პოლიტიკა ფეხბურთივითაა, არჩევნები – საზამთროსავით

ხო იცით, პოლიტიკა ფეხბურთივითაა. ბურთი მრგვალია, ხან მოედნის ერთ მხარეს გადაგორდება, ხან მეორეზე. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი პარტიიდან ჩემზე გაცილებით კვალიფიციური იურისტები მოიწვიოთ, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გეტყვით რამდენიმე შესაძლებლობას, თუ საქართველოს მოქალაქე მოისურვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნას, როგორ შეიძლება ამ სამართლებრივი კოლიზიის გადაწყვეტა. 

[...] მაპატიეთ და, არჩევნები საზამთროსავით არის. სანამ არ გაჭრი, ვერ გაიგებ, სწორია, თუ არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას [ძალა ერთობაშია] მაგიდაზე ამომრჩეველის წინ მიღწევები შეუძლია დადოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები