არჩევნები 2020

მათიკაშვილი: სააკაშვილი ვერ ეღირსება მომავალი მოუკლას ქვეყანას, საქართველო გაიმარჯვებს

2012 წლამდე იტყუებოდა გაბედულად, ძარცვავდა შემართებით, ანგრევდა ენთუზიაზმით, ჩაგრავდა, არბევდა, ცემდა და ხოცავდა დიდი მონდომებით; სამშობლოს ყიდდა, მიწას ლოღნიდა და მტერს ახარებდა ლაჩრულად, და ამ ყველაფერს გმირობად ასაღებდა. დღეს იტყუება ფარისევლურად, იტყუება ენთუზიაზმით, იტყუება დიდი მონდომებით, იტყუება ლაჩრულად და ცდილობს ლაჩრობა გმირობად გაასაღოს.

ვეღარ ძარცვავს, ვერც ანგრევს, ვერც არბევს და კლავს, ვეღარც სამშობლოს ყიდის, თუმცა, თავისნაირი ნაძირლების ხელდასმით და ხელშეწყობით ცდილობს კვლავ გვძარცვოს, გვანგრიოს, გვარბიოს, გვხოცოს, სამშობლო გაყიდოს და მომავალი მოუკლას საქართველოს. ვერ ეღირსება ამას სააკაშვილი! საქართველო გაიმარჯვებს!

წერს ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე. გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

კომენტარები