არჩევნები 2020

სამადაშვილი: სააკაშვილმა გააჩინა სწორედ ის მოლოდინი, რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს

მიხეილ სააკაშვილმა გააჩინა სწორედ ის მოლოდინი, რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ის აპირებს მიიღოს აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – ამას ელოდებოდა ამომრჩეველი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღუდგენს უფლებას, მათ შორის, როგორც პოლიტიკურ დევნილს.

რაც შეეხება არჩევნებამდე შექმნილ გარემოს, არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარის გაკეთებას, შეფასებას, ასე რომ, არანაირი იურიდიული დაბრკოლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობისთვის ვერ იქნება, თუ ინტერნეტს არ გათიშავს და ტელევიზორს არ გამორთავს ბიძინა ივანიშვილი.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

კომენტარები