არჩევნები 2020

უგულავა: სააკაშვილის პრემიერობა 2020 არჩევნების შემდეგ არარეალისტურია – წერტილი

როდესაც ადამიანებს შიათ, ქვეყანაში არის უბედურება, მეასეხარისხოვანია, ვინ რა თანამდებობისთვის იბრძვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს მთავარი რამ, თუ ქვეყანაში არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ჩამოგვენგრევა ეკონომიკა. 80 000 ბავშვი, ოფიციალური სტატისტიკით, არის შიმშილის ზღვარზე, 60%-ით არის გაზრდილი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებზე ფასები, ლარი ბენ ჯონსონივით გარბის, კარგა ხანია უკვე სამს გადაცდა. აბსოლუტური განუკითხაობაა რეგიონებში, კრიმინალი, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, ყვავის... ამ ვითარებაში აბსოლუტურად არარეალისტურია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა 2020 არჩევნების შემდეგ – წერტილი. რადგან ამაზე არც საზოგადოების და არც პოლიტიკური კონსესუსი არ არსებობს.

ამბობს ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია" ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა. ცნობისთვის, გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

კომენტარები