არჩევნები 2020

წულუკიანი სააკაშვილზე: ესაა ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა კრიმინალი

პირადად მე მომბეზრდა, რომ კრიმინალზე ვილაპარაკო ამდენი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა კრიმინალია, იმიტომ რომ კრიმინალები ზოგიერთი ისტორიულიც არის, წარსულის სხვა ქვეყნებში, რომ ჭკვიან კრიმინალად ითვლებიან. ეს არის ქარაფშუტა კრიმინალი და თითქოს, არ უნდა ვხარჯოთ მასზე დრო, მაგრამ არის მნიშვნელოვანი რამ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ძალიან ბევრი ჩვენი ქვეყნის სისხლი და ხორცი, ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნები, დღეს ისინი სრულწლოვნები არიან და ამიტომ ჩვენი ვალია, მუდმივად შევაფასოთ ეს ადამიანები, არჩევნებს შორისაც, რასაც მე მუდმივად ვაკეთებ ჩემ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომ არ დაგვავიწყდეს ვინ არიან ესენი, ახლა უკვე თვითლუსტრაციით დაკავებული ეს ძალა ამაში გვეხმარება ამაში და რეალურად ეს აღიარებების კასკადი კიდევ უფრო ამარტივებს 31 ოქტომბერს გასაკეთებელ არჩევანს პოლიციელებისთვის, სასჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის, რომლებიც თურმე, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა NGO-ებმა უნდა მართონ მომავალში და ა.შ.

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

კომენტარები