არჩევნები 2020

წულუკიანი: სააკაშვილს საუკეთესო კვება ექნება ციხეში, ნედლი ხორცით ვკვებავთ პატიმრებს

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც, მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, დღეს პეიზაჟზე არის ყველაზე ძლიერი და უნარიანი, ეს კოვიდმაც აჩვენა ბევრ სხვა კონტექსტთან ერთად და აქედან გამომდინარე სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე ხდება მისი დაკავება სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს. ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს.

დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. მას საუკეთესო კვება ექნება, ნოემბერში გაყინული ხორციც აიკრძალა, ნედლი ხორცით ვკვებავთ პატიმრებს, სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ შარშან, როდესაც ციხეები იუსტიციის სამინისტროს შემოუერთდა... კარგი კვება არის პატიმრისთვის პოლიტიკური საკითხი. როდესაც მათი დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და იქიდან მოსუქებულები გამოდიან, ეს პოლიტიკური საკითხია და იგივე ბედი ელის ბატონ მიშასაც.

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც გაერთიანებამ ძალა ერთობაშია პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

კომენტარები