ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ეს მეორე ტალღა არაა, მეორე ტალღა იქნება ზამთარში

ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ ეს მეორე ტალღაა, მეორე ტალღა იქნება ზამთრის სეზონზე. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც მოხდება სეზონური ინფექციების თანხვედრა COVID 19-თან, შემდეგ უკვე შეგვეძლება მეორე ტალღაზე საუბარი. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან...

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია ასეულობით არ დაგვეწყოს შემთხვევები, როგორმე არსებული შემთხვევების რაოდენობის შეკავება გვჭირდება.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

კომენტარები