კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მკაცრი ლოკდაუნი ქვეყნის მასშტაბით ვერ მოხდება, მაგრამ ლოკალურად შეიძლება იყოს

რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიკური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ.

შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. "მკაცრი ლოკდაუნი" და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებაზე.

კომენტარები