კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დღეს რომ რაღაც ჩაკეტო, რა ამბავი ატყდება - არჩევნებს ხელს უშლიან, აქეთ, იქით

ჩაკეტვას აზრი აქვს თავის დროზე. დრო უნდა შეარჩიო - როდის უნდა ჩაკეტო, რა უნდა ჩაკეტო, რა თანმიმდევრობით უნდა ჩაკეტო. ადამიანებს სახლიდან გამოსვლა ჰქონდათ აკრძალული. შევადაროთ, ყველაფერი არის შედარებითი - ჩვენ გაცილებით ნაკლები ჩაკეტვებით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწიეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე და თანმიმდევრობით განხორციელდა. ქართული შეფასებები ნაკლებად მაინტერესებს, ვიცი, რა შეფასებასაც აძლევენ ჩვენს სამუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე.  

წარმოიდგინეთ, დღეს რომ რაღაც ჩაკეტო, რა ამბავი ატყდება - არჩევნებს ხელს უშლიან, რაღაც, აქეთ, იქით... არა, ბატონებო, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს, არ შეიძლება, ერთმა ქორწილმა და ორმა ქორწილმა მთელი რეგიონები აგვიფეთქოს საქართველოში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები