არჩევნები 2020

ივანიშვილი: ხალხი ბრძენია, ყველაფერს კარგად ხვდება და ხედავს, როგორ მუშაობს ქართული ოცნება

ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია, იცის შრომის ფასი, იცის, რა რთულია, შედეგის მიღწევა. მარტივია, როცა მხოლოდ შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაკისრია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება, და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს ქართული ოცნება. ჩვენ გავაკეთეთ პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე და ვიწროპარტიული ინტერესების გამო.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას.

კომენტარები