არჩევნები 2020

ვაშაძე: დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მოსწყდნენ ხალხს

ერთ მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია, 240 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დავკარგეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრიმინალის ორჯერ გაზრდა, ადამიანებს არ შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა და ვერ იხდიან ბანკის ვალს - ეს არის დამსხვრეული ოცნებების პარტიის მიღწევები.

დღეს დამსხვრეული ოცნებების პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად მოწყვეტილნი არიან ქართველ ხალხს, ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ერთადერთი გზა, რომ გვქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე, მდგომარეობს დამსხვრეული ოცნებების პარტიის ჩანაცვლებაში, დავამარცხოთ სიღარიბე და კრიმინალი და დავიწყოთ აღმშენებლობა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენას ეხმიანება.

კომენტარები