არჩევნები 2020

კაჭარავა ოცნების სიაში მოხვედრაზე: ალალად გეტყვით, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო

ალალად გეტყვით, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, ჩემგან წამოვიდა ეს სურვილი. გავაცანი ეს ჩემი სურვილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, შემდეგ იყო განხილვა, კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე გავხდებოდი ამ გუნდის წევრი. მინდა, მადლობა ვუთხრა ამ გუნდს ამ ნდობის გამო. ვფიქრობ, რომ იმ გამოცდილებით, რომელიც ცხოვრებაში დამიგროვდა, პარლამენტიდან ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მეტი პროექტის შესრულებას შევძლებ.

ქართული ოცნების სიის მე-16 ნომერი, მორაგბე დავით კაჭარავა.

კომენტარები