არჩევნები 2020

კაპანაძე ოცნების ოცეულზე: ივანიშვილს არაფრის შეცვლა არ უნდა, მოსწონს, როგორც მიდის ქვეყანა

გახარიას პრემიერად დატოვება, იმის გამოცხადება, რომ მომდევნო პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე იქნება, ისევ კობახიძე და მისი გუნდი იქნებიან მთავარი წამყვანი ძალები - ეს მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს არაფრის შეცვლა არ უნდა, მას მოსწონს, როგორც მიდის ქვეყანა, ის ვერ ხედავს ვერც სიღარიბეს, ვერც უიმედობას, ვერც უმუშევრობას, ის ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს. ამიტომ უნდა, რომ დატოვოს ისე, როგორც არის.

იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებები უნდა, მათ შემიძლია მარტივად ვუთხრა - ისეთ გუნდს უნდა დაუჭიროთ მხარი, რომელიც ამ ცვლილებებს მოიტანს.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენას ეხმიანება.

კომენტარები