ქართული ოცნების სია

დეკანოიძე: როცა კობახიძეს და გახარიას სიაში სვამ, იმედი არ გაქვს, რომ გუნდი გაიმარჯვებს

მოქმედ პრემიერმინისტრ გახარიას, რომელიც შემოქმედია გავრილოვის ღამის და, ასევე, კობახიძეს, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, საპარლამენტო სიაში სვამ, ეს ნიშნავს, რომ იმის იმედი არ გაქვს, რომ შენი პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებს.  

ღარიბაშვილი, წულუკიანი, გახარია, კობახიძე, თალაკვაძე არიან ადამიანები, რომლებსაც, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ ქართული ოცნების უკვე მცირერიცხვოვანი მომხრეების მობილიზება. 

ეს სია, განსაკუთრებით პირველი ხუთეული, წაგების ფორმულაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დადო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების სიის ოცეულს ეხმაურება.

კომენტარები