ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: სამწუხაროდ, წელს პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც ადამიანზე ზრუნვაა

სამწუხაროდ, წელს ამ გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დღესაც გვქონდა ბევრი შეხვედრები, ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და გავუფრთხილდეთ თითოეულ სამუშაო ადგილსაც.

თქვა პრემიერმინისტრმა მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას.

კომენტარები