გიორგი გახარია

გახარია: ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა დავუბრუნოთ მთას

დიდი პატივია ჩემთვის, ვაჟას სამშობლოში ვისაუბროთ ამ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას. 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი აქ დარჩეს, წარმატებულად იშრომოს, იღვაწოს თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი მიზანი, ვინაიდან ქართული ოცნების ყურადღების ცენტრში ყოველთვის იყო ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად დასაგებ გზებსაც დავაგებთ, ვიცით, რომ სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემაა, დუშეთში და მიმდებარე სოფლებში გაზია პრობლემა, ამ ყველაფერს სწრაფად მოვაგვარებთ, ყველგან მივალთ, ყველას მივხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება უნდა იყოს, რომ აქ უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და არ უნდა იყურებოდნენ ქალაქისკენ, ან ქალაქში თუ მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად, შემდგომ დაბრუნდნენ და თავიანთ კუთხეს ემსახურონ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ყველა იმ პროგრამას, რომლითაც ახალგაზრდებს, ყველა ადამიანს ვეხმარებით, დაიწყოს თავისი საქმე.

თქვა საქართველოს პრემიემინისტრმა, გიორგი გახარიამ, დუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები