მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საერთოდ არანაირი თანამდებობისკენ არ მივისწრაფვი, სრულიად გულწრფელი ვარ

მე ვუხდი ბოდიშს მთლიანად ქართულ საზოგადოებას, იმისთვის, რა შეცდომებიც დავუშვი, რაც შევძელით და რაც ვერ შევძელით, რაც დავუშვით და რაც ვერ შევაჩერეთ. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის არც შეცდომებს უშვებს, ზოგიერთი საერთოდ არაფერს არ აკეთებს და მარტო შეცდომებს უშვებს. რისთვისაც არ უნდა მიმეღწია და ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიეთ, ასევე, ბევრი რაღაც შეგვეშალა და, რა თქმა უნდა, ამისთვის მოვიხადე ბოდიში. 

საუბარი არის ძალიან კონკრეტული. ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არანაირი თანამდებობისკენ ნამდვილად არ მივისწრაფვი, ამაში სრულიად გულწრფელი ვარ. უკრაინაში, რომელიც არის ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა და საქართველოზე, მინიმუმ, ათჯერ დიდი მოსახლეობით, მე მიჭირავს არა მხოლოდ თანმდებობა, მაქვს მყარი საზოგადოებრივი პოზიციები, ძალიან მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის. [...] მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ძალიან ინტეგრირებული ვარ, სხვათა შორის, მატერიალური თვალსაზრისით ბევრად უკეთაც ვცხოვრობ, ვიდრე ოდესმე მიცხოვრია ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე მთავარი რაღაც. მთავარი არის, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმე ფორმაში. მე არ მივისწრაფვი ხელისუფლებისკენ, თუ არჩევნების მერე, ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია შეთანხმდება და იპოვის ვინმეს, ვინც ჩათვლის, რომ უკეთესი პრემიერი იქნება, ეს, შეიძლება, მათი გადასაწყვეტი იყოს. მაგრამ დღეს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ბოლომდე ჩართვა. 

საერთოდ არ მაქვს არანაირი მისწრაფება ძალაუფლებისკენ და კაბინეტში წამოსკუპებისკენ. პოროშენკომ სამჯერ შემომთავაზა უკრაინის პრემიერმინისტრობა და სამჯერ ვუთხარი უარი. არ იყო ის პირობები, რომ მე შევძლებდი, რაღაც გამეკეთებინა.

ამბობს ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავართან ინტერვიუში. სააკაშვილი ენმ-მ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

კომენტარები