მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გადავხედოთ ისტორიას, ლამის ერთადერთი ვარ, რომელიც, რასაც ვამბობდი, ვაკეთებდი

გადავხედოთ ჩემს ისტორიას, ერთადერთი ადამიანი ვარ ლამის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელიც რასაც ვამბობდი, ყოველთვის ვაკეთებდი და იმაზე ბევრად მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ვამბობდი. 

როცა ვამბობდი, რომ ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალის მიმართ და კრიმინალი ყველა ციხეში, ეს მოხდა, ხომ? როცა ვამბობდი, რომ პენსია გაიზრდება, ეს მოხდა. როცა ვამბობდი, რომ 50 000 ტურისტის ნაცვლად 5 000 000 ჩამოვა, მე თვითონ გადავაჭარბე ჩემს შედეგებს და 8 000 000 ჩამოვიყვანე. არ ყოფილა ერთი რამ, რომ მე მეთქვა, გარდა იმისა, სადაც რუსეთი ჩაერია პირდაპირ, რომ მე ეს ყველაფერი არ შესრულებულიყო. 

ამიტომ, თუ მე ვამბობ, მე ვაკეთებ. საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ჯერ ვამბობ და ვაკეთებ. ეს არის მარტივი.

ამბობს ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავართან ინტერვიუში.

კომენტარები