გამყრელიძე: ვირუსს აღარ შევაკავებთ ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით

მოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარების და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო შავიზღვისპირეთი, რადგან აქ იყო დიდი რაოდენობით ჩვენი მოსახლეობის კონცენტრაცია. ამავდროულად, სამწუხაროდ, არ ხდებოდა დაცვა იმ რეკომენდაციების, რასაც მუდმივად ვახსენებთ - პირბადის ხმარების, დისტანციის დაცვის და დიდი თავყრილობების თავის არიდების.

ამის არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტოლს ექვემდებარება.

მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ ზრდა შევაჩეროთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც გაზაფხულზე გამოვიყენეთ, ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით. სლოგანი არის, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, სულ მინიმუმ, 1 წელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები