არჩევნები 2020

ბოკერია: გაგვბურღეს თავის ქებით, პანდემიას მოვერიეთო და II ტალღისთვის არც მომზადებულან

ივანიშვილის პოლიტიკურ კლოუნს, გახარიას ვუსმინე, ახლა მისცა დავალება - 3000 ახალი კოვიდსაწოლი უნდა მოამზადოთო. იქამდე მეორე კლოუნმა, ტიკარაძემ თქვა, რომ შევსებულია უკვე კოვიდსაწოლებიო. თვეებია, გაბურღეს ყველა თავის ქებით, როგორ მოერივნენ პანდემიას და არც მომზადებულან მეორე ტალღისთვის, იმიტომ, რომ კმაყოფილები არიან იმით, როგორც არიან და მთელი ქართველი ხალხი, უკმაყოფილო კი არა, გაბრაზებული ვართ. ბევრს მსაყვედურობენ, დამსახურებულად, ტელევიზიაში ოპოზიცია და შენ ხშირად ჩხუბობთო - ვაღიარებ, მიწევს ჩხუბი. იმიტომ, რომ ზოგჯერ თუ არ იჩხუბე, თუ თანმიმდევრული არ ხარ, არ გისმენენ. ჩვენ ახლა ჩხუბი არა, არჩევნებზე მისვლა და იმის დემონსტრირება გვჭირდება, რომ არ შევეგუებით დღევანდელ ვითარებას.

განაცხადა ევროპული საქართველოს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ

კომენტარები