პატრიოტთა ალიანსი

სეფიაშვილი: დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის ყველა შეხედულებას ვიზიარებ

როგორ მოვხვდი პატრიოტთა ალიანსში და, ბატონი დავითი [თარხან-მოურავი] და ქალბატონი ირმა [ინაშვილი] აბსოლუტურად რაც კი ჩემი შეგნებული ცხოვრება მახსოვს, მამას, დედას და ჩვენი ოჯახის... მთელი ცხოვრება ამ ადამიანებს ვუყურებ და აბსოლუტურად ყველა მათ შეხედულებას ვიზიარებ და როდესაც მივიღე შემოთავაზება, დავთანხმდი. 

[NATO-სა და ევროკავშირზე] მე, ზოგადად, მომხრე ვარ ყველა მოლაპარაკების. აბსოლუტურად ყველასთან. დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ საქართველო უნდა გაერთიანდეს NATO-სა და ევროკავშირში, მაგრამ მოლაპარაკებაც ვთვლი, რომ აბსოლუტურად აუცილებელია ყველასთან. მე ყველა მათ შეხედულებას აბსოლუტურად ვეთანხმები და ვთვლი, რომ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი.

მე შეიძლება, გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაც პატარა ნაკადული, შემდეგ ჩანჩქერიც, შემდეგ ზღვაც და ოკეანეც. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი რესურსი გამოვიყენო და ჩემი რაღაც წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი კვირას, 13 სექტემბერს პუტინისტურ პარტია პატრიოტთა ალიანსს შეურთდა. ამის შესახებ შეკითხვა მას ტვ პირველის ეთერში, გადაცემა საჯარო პოლიტიკაში დაუსვეს.

კომენტარები