ქართული ოცნება

თალაკვაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, ვიცავთ კანონის უზენაესობას

15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. მოგეხსენებათ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობას. მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით.

მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილეობით ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, პირველად უახლეს ისტორიაში, საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები