ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია

ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 წლის წინ დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა. 8 წლის წინ ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის უკვე გაფორმებულ დიქტატურაში. ჩვენს მოსახლეობას, რომ არა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა... 

დღეს ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც ქართული ოცნების მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: პირველი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. მეორე არის მშვიდობა - მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და ასევე, სტაბილურობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები