Edison Research

უსუფაშვილი: პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, ერთერთი წამყვანი ძალა იქნება ლელო

მაქვს გარკვეული გამოცდილება პოლიტიკაშიც, არჩევნებშიც და არჩევნების წინა კვლევების ინტერპრეტაციაშიც. მე მხოლოდ ამ კვლევიდან არ ვაკეთებ ჩემს დასკვნას. ამ კვლევასაც ვუყურებ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მომავალ პარლამენტში უმრავლესობა არ ექნება არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას. საქართველოს პარლამენტში იქნება კოალიციური უმრავლესობა, რომლის ერთერთი წამყვანი ძალა იქნება ლელო და ჩვენ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელშიც ლელოს ექნება სერიოზული, წამყვანი პრეტენზიები. 

კმაყოფილი ვარ, რომ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდა ამ პროცესში. იქნება კონკურენტუნარიანი არჩევნები. მე მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ყველა პროცესს, მაგრამ გააკეთონ სწორი არჩევანი. 

პარტია ლელოს წევრი დავით უსუფაშვილი Edison Research-ის კვლევაზე, რომლის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 38% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 15% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6% ევროპულ საქართველოს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი -23% სტატეგია აღმაშენებელი -4% ლელო -3 % პატრიოტთა ალიანსი -3% გირჩი - 3% მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 1% დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1% 1%-ზე ნაკლებია შემდეგი პარტიებს: გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი), სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია), თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა).

კომენტარები