კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა, მათ ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, რომ რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ, ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში.

მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე... ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, როცა ერთ ასეულს გადავაჭარბეთ, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ მოკლე, ორკვირიანი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. 

კორონავირუსმა ბევრი რამე შეცვალა მსოფლიოში, მათ შორის სწავლების ფორმა. დღეს დისტანციური სწავლებაა, ჰიბრიდული სწავლებაა, ახალი ტერმინოლოგია შემოვიდა ბევრი. ჩვენ კორონავირუსთან ბრძოლა, სულ მცირე ერთი წელი მოგვიწევს. ამიტომ, პერიოდულად მსგავსი ცვლილებები, განათლების სისტემა იქნება თუ კიდევ სხვა სისტემებში, ჩემთან სამსახურში, დახლოებით 30% თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზეა გადასული და ეს რჩევა ეძლევა ძალიან ბევრ დიდ დამსაქმებელს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ერთერში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ორი კვირით გადაიდება. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება.

კომენტარები