კაპანაძე Edison-ზე: ეს კვლევა, როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში ცვლილებების მოლოდინია

ამ კვლევაში ჩანს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, პირველი ის, რომ შემცირდა ქართული ოცნების მხარდაჭერა და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი და მათ შორის ევროპული საქართველოს მხარდაჭერამაც ერთი პუნქტით აიწია ზევით.

მეორე რაც ჩანს, არის ის, რომ განწყობა მთავრობის მიმართ არის ძალიან ნეგატიური და 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და რომლებიც ამბობენ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს ქართული ოცნება და უნდა იყოს სხვა პოლიტიკური ძალები.

მაჟორიტარული ოლქების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ისეთ ოლქებში, სადაც შეთანხმებული კანდიდატები არიან, მათ აქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.

საბოლოო ჯამში, ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი და ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოლოდინი, ამბობენ, რომ არჩევნებზე მიდიან, შესაბამისად, ძალიან დიდი აქტივობა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ამ ქვეყნისათვის, დასრულდება ოქტომბერში.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე Edison Research-ის კვლევაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები