მეზვრიშვილი: თუ რაოდენობა მეტად გაიზრდება, მივიღებთ ზომებს მობილობის შესამცირებლად

რაც შეეხება ზედა ზღვარს, [რომლის შემდეგაც საჭირო გახდება ჩაკეტვა], ასე ცალსახად თქმა, ალბათ, გამიჭირდება, იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ახლა დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ საჭიროება დადგება, ის შეზღუდვები, რაც შეიძლება გამოვიყენოთ რაოდენობის კიდევ უფრო მეტად ზრდის შემთხვევაში, იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართულება. ეს არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და ეს არ იქნება სრული კარანტინი. წინასწარ ამაზე საუბარი შეუძლებელია, ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება 2-3 დღის შემდეგ.

ასე პასუხობს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი შეკითხვას, რა იქნება ახალი კორონავირუსის შემთხვევების დღიური ზედა ზღვარი, რომლის შემდეგაც მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი 196 შემთხვევა გამოვლინდა
მოკლე ბმული: