კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღეში 16-18 000 PCR ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მარაგში ნახევარი მლნ ტესტი გვაქვს

დღევანდელი დღით, ქვეყანაში გვაქვს დღეში 16-18 000 ტესტის ჩატარების სიმძლავრე. ამავე დროს, მარაგში გვაქვს დაახლოებით ნახევარი მილიონი ტესტი ქვეყანაში, ამიტომ ამის პრობლემა არ არის. მოგეხსენებათ, ტესტირება ერთერთი მთავარია იმ სამი მიმართულებიდან მართვის, როგორიც არის ეპიდზედამხედველობა და კონტაქტების მოძიება, ტესტირება და დროული მართვა ანუ მკურნალობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, "საგრძნობლად არის გაზრდილი PCR ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. დღევანდელი რიცხვით უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ანუ 500 800 PCR ტესტია გაკეთებული იანვრის ბოლოდან. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ სადღაც შუა ხაზზე ვართ".

კომენტარები