კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: თერმოსკრინინგი განსაკუთრებით გაძლიერებულია ბათუმში, კომერციულ დაწესებულებებში

გაძლიერებული თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში. დღეს, უწყებათშორის საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თერმსოკრინინგი ინტენსიურად განხორციელდება კომერციულ დაწესებულებებში.

ასევე, თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას.

 

 

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები