თურნავა: Wizzair-ი ამ თვეში აღადგენს უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს, Ryanair-ი ნოემბერში

დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანა და მონაპოვარი.

2016 წელს სწორედ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შემოსულიყო Wizzair-ი, შემდეგ მან გააორმაგა მიმართულებები.

2019 წელს დავასრულეთ მოლაპარაკება და შემოვიყვანეთ მსოფლიო დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტი, Ryanair-ი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მონაპოვარს არ დავთმობთ.

პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენები Wizzair-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს.

რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ევრონიუს ჯორჯიას ეთერში. აღსანიშნავია, რომ რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.
მოკლე ბმული: