თურნავა: თუ შესაძლებელი იქნება, კარანტინის პერიოდს კიდევ მეტად შევამცირებთ

ჩვენ დღესაც გვაქვს გახსნილი საზღვრები, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებით ჩვენ ყურს ვუგდებთ ეპიდემიოლოგების რჩევებს და რეკომენდაციებს, და სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაწესებული.

არის ქვეყნები, საიდანაც ჩვენ, როგორც წესი, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებთან მიმართებითაც ვითხოვთ PCR ტესტის პასუხს და თუ ასეთი არ აღმოაჩნდა ვიზიტორს, ადგილზე ვუტარებთ.

არის ქვეყნები, საიდანაც სავალდებულოა კარანტინი. კარანტინის პერიოდი შევამცირეთ, მაქსიმალურად კომფორტული რომ იყოს. თავიდან იყო 14 დღე, ახლა არის 8 დღე, ვადევნებთ თვალ-ყურს სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებას და თუ შესაძლებელი იქნება, კიდევ მეტად შევამცირებთ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პერსპექტივა კარგია.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ევრონიუს საქართველოს ეთერში. აღსანიშნავია, რომ რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.
მოკლე ბმული: