ევროპული საქართველო

კაპანაძე IRI-ზე: სხვა კვლევების მსგავსად აჩვენებს ხალხის მზაობას ძირეული ცვლილებებისთვის

IRI-ის კვლევაში, ისევე, როგორც ბოლოს გამოქვეყნებულ სხვა კვლევებში, NDI-ისა და Edison Research-ის კვლევებში ჩანს ერთი რამ, რომ ქართული ოცნების რეიტინგი მოდის ქვემოთ, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მიდის ზემოთ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით ან დგას ადგილზე, რაც ასევე ცუდი არის მთავრობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს კომბინაცია, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რომელიც არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის. 

აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მიდგომა, რომ ყველაფერი არის კარგად, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე საუბრობს IRI-ის ახალ კვლევაზე.

კომენტარები