კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კიდევ ერთი უზარმაზარი ქორწილის სურათი ჩამიგდეს, რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ

ახლა, სამწუხაროდ, ჩამიგდეს კიდევ ერთი უზარმაზარი ქორწილის სურათი Messegner-ში. არ დავასახელებ, ერთ-ერთ რეგიონში. აკრძალულია, მაინც ხდება. 

რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ. ძალიან გთხოვთ, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ და შეუღლებები მოკრძალებულ მასშტაბში აღვნიშნოთ. არ გვინდა 200-, 300-, 400-კაციანი, ძალიან დიდი რისკია ინფექციის გავრცელების. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა

კომენტარები