ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: პირველ ეტაპზე მძიმე შეზღუდვები აუცილებელი იყო მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად

მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს.

თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები