კორონავირუსი აჭარაში

იმნაძე: აჭარაში რაც პატარა მაღაზიაში და მიკროავტობუსში ვნახე, კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა

ზაფხულის განმავლობაში ერთი-ორჯერ ვიყავი აჭარაში, დიდ სუპერმარკეტებსა და სასტუმროებში ძალიან კარგად იცავდნენ ყველა წესს, მაგრამ, სამწუხაროდ, რომ გახვიდოდი ქალაქში, ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში იქნებოდა თუ ტაქსისა და მიკროავტობუსში, რაც მე ვნახე, კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა. 

წარმოიდგინეთ, სადაც უფრო მეტი კონტროლია, ვთქვათ, დიდ სუპერმარკეტებსა და ქსელებში, იქ შეიძლება, მაგრამ ყველა პატარა მაღაზიაში თითო პოლიციელს ხომ არ დააყენებ?

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. დღეს, 17 სექტემბერს, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა.

კომენტარები